22:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 13:21:56, 1507 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ა. ფ., 1992 წელს დაბადებული მ.ნ. და 1980 წელს დაბადებული კ. ყ. დააკავეს, ხოლო 1986 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოქალაქეებისა და სხვადასხვა შპს-სგან იჯარის ხელშეკრულებით იქირავეს 6 ავტომობილი, რომლებიც, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.

სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics