22:16 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 16:57:49, 1232 ნახვა

სამართალი
უცხოური მედია - საქართველოს კრიმინალური პოლიციისა და გერმანიის თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში წარმატებულია

გერმანიის ფედერაციის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო გამოცემებიც ეხმაურებიან, მათ შორისაა „როიტერი“, „დოიჩე ველე“ და  „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“.

სტატიებში მერკელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებია განხილული. გამოცემებში აქცენტი გაკეთდა კანცლერის იმ  განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, საიმედო პარტნიორად განიხილავს.

 „საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია“ -  ანგელა მერკელი.

მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 7 თვეში 120- ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული რომლებიც, ევროპის სხვადასხვა  ქალაქში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ წარმატებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლობა ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიციის ატაშეების მეშვეობით, რომელთა ქსელი მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics