|
2018-08-21 19:16:39, 1648 ნახვა
სამართალი
„ემპათია“ - არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში სხვადასხვა მეთოდით აწამეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია
ცენტრი „ემპათია“-ს ექსპერტთა ჯგუფმა, 10 ექსპერტის მონაწილეობით, არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და ძალადობრივი სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსურ-კომისიური სასამართლო ექსპერტიზა დაასრულა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დასკვნა მომზადებულია საერთაშორისო სტანდარტების „სტამბოლის პროტოკოლი“, „მინესოტას პროტოკოლი“, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სიკვდილის მიზეზების დადგენის საერთაშორისო გაიდლაინისა და დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის, მეათე გადასინჯვის შესაბამისად. ცენტრის ცნობით, დასკვნით დადასტურებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი ქ. ცხინვალში პატიმრობისას იქნა ნაწამები წამების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება. „დასკვნა წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას სარჩელში ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ იქნა მომზადებული და 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება; ევროკონვენციის მე - 2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე - 3 მუხლის (წამების აკრძალვა), ასევე მე - 5 (თავისუფლების უფლება), მე - 8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) და მე - 13 მუხლების (ეფექტური ზომა) დარღვევისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)