|
2018-08-21 19:11:40, 1454 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშვილი: გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი
„იოსებ გოგაშვილის გადადგომა არ არის საკმარისი, მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი იმ დანაშაულისთვის, რაც სპეცოპერაციის ღამეს ჩაიდინა“, - ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან გადადგომას. მაჩალიკაშვილის განცხადებით, სწორედ გოგაშვილის გამო ჩაიშალა სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტიც. „გადადგომით ეს არაფერს არ ნიშნავს, გოგაშვილი უნდა დაისაჯოს იმ სასტიკი დანაშაულისთვის. ის უნდა დაისაჯოს, გომელაურიც უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მაგათი გადადგომა და გადაყენება არაფერს არ ნიშნავს იმიტომ, რომ მათ აქვთ ჩადენილი საუკუნის დანაშაული. მე კი ვიცი, რომ ეს საუკუნის დანაშაულია, ამას იძახის დღეს მთელი მსოფლიო. კონკრეტული კითხვებია, საიდან ვიცნობდი, თემირლანი როგორ მოხვდა მაგათთან, არეული კითხვებია, რომელსაც მე წყობიდან გამოვყავარ. დღეს საერთოდ ისლამში არის ყველაზე დიდი დღე. მიუხედავად ამისა, დილიდან საღამომდე რომ ამათ მიერ დახვრეტილ ჩემი შვილის საფლავზე ვყოფილიყავი, მომიწია ამ მკვლელებთან ერთად ერთი "კრიშის" ქვეშ ყოფნა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. უწყებაში გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობენ. იოსებ გოგაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტს 2015 წლის აგვისტოდან იკავებდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)