05:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 19:11:17, 985 ნახვა

კომენტარი
გიგაური: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევაზე, პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აიღოს

„საერათაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კონკრეტულ კანდიდატურას არ შესთავაზებს.

გიგაურის თქმით, მისთვის უცნობია, დაასახელებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი თვითონ კანდიდატს.

„თუკი იგი ვინმეს შეარჩევს და გვკითხავს აზრს კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებთ, ჩვენ მას მივაწოდოთ ჩვენი შეფასება ამ კანდიდატთან დაკავშირებით,  - ამაზე საუბარი არ ყოფილა. საუბარი იყო იმაზე, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და კონკრეტულად პრეზიდენტმა ამ ყველაფერზე. არც დროა ახლა იმის, რომ გრძელვადიანი პროცესი შევქმნათ და ამ ყველაფერში შემოვიდეს სამოქალაქო სექტორი, ჩვენ უარი არ გვითქვამს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ ჩვენი მოსაზრებები მივაწოდოთ კონკრეტულ კანდიდატრებთან მიმართებაში, თუკი პრეზიდენტი ამ კანდიდატს უკვე შეარჩევს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეთანხმება ვერ შედგა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics