20:52 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 15:56:16, 1664 ნახვა

სამართალი
1 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 01 ივლისიდან დღემდე უკანონო ნადირობის 8 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ „ექსპრესნისს“ გარემოზ ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

 მათივე ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 4 ფაქტი ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, 3 ფაქტი - კახეთში, ხოლო 1 ფაქტი იმერეთში.

მოქალაქეები ნადირობისთვის აკრძალული იარაღებით (ე.წ "მანოკით" და ფარით), აკრძალულ დროს ნადირობდნენ.

იმერეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში, უმეთვალყურეოდ მიტოვებული, ჩართულ მდგომარეობაში მყოფი ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრო თვითნაკეთი მოწყობილობა ე. წ. "მანოკი" ნახეს. ხოლო კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეებს 7 ერთეული მწყერი ჰყავდათ მოპოვებული. მათ უკანონოდ მოპოვებული მწყერი ჩამოერთვათ.  შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 150 ლარის ოდენობით. 

შეგახსენებთ, რომ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იხსნება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics