|
2018-08-11 15:12:16, 1580 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამჯხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ. პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც-ს ნაცნობები თბილისიდან სტუმრად მყოფი პირები: 1974 წელს დაბადებული პ.მ. და 1983 წელს დაბადებული ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის, მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)