|
2018-08-11 11:08:14, 1051 ნახვა
კომენტარი
გაგუა: ლარის კურსზე გავლენა თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა
ყველა ის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ასახავს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს, არის დადებითი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე გავლენა რეგიონში, კერძოდ, თურქეთსა და რუსეთში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანმა გაუფასურებამ მოახდინა. „ჩვენ გვაქვს თავისუფალი მცურავი გაცვლითი კურსი, რის გამოც მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსზეც. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ლარის კურსი ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად გამყარებულია, გაუმჯობესება, დაახლოებით, 17% -ია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დინამიკა ფასების სტაბილურობას ქვეყანაში ვერ შეუქმნის საფრთხეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რათა ფასების სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფლაცია, დაახლოებით, 2,5%-ის ფარგლებშია," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე, რომლის პოზიტიური დინამიკა წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. „ესაა ეკონომიკური ზრდა, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში შეადგინა 5.7% , ხოლო მეორე კვარტალში - 6%. მნიშვნელოვანი ზრდაა ექსპორტის კუთხით, ტურიზმის სექტორში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული ზრდის ტემპი გაგრძელება მომავალში და ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)