|
2018-08-10 10:57:02, 1248 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულები სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ. სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა. გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)