|
2018-08-09 15:06:14, 1199 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: 2008 წელს აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა - ზურაბიშვილის განცხადება, მისი პირადი პოზიციაა
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსმა 2008 წლის აგვის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია და ეს ომთან დაკავშირებით მისი პირადი პოზიცია არის. ამავე კონტექსტში, მან დასძინა, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო ზურაბიშვილის მხარდაჭერის საკითხი ჯერ განხილვის პროცესში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ომი 2008 წელს დაიწყო რუსეთმა და ეს არის საგარეო უწყების ურყევი პოზიცია. “არაერთხელ განმიცხადებია, როგორც საკუთარი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან აგრესია განხორციელდა, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ეს ის პოზიციაა, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებდით. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს ყველა განცხადებაში. ეს არის პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი. შესაბამისად ეს არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პოზიცია", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)