19:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-09 13:00:50, 1243 ნახვა

სამართალი
მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 3 პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

როგორც ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა განაცხადა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამივე ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

კერძოდ, თენგიზ კალანდია 5000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა, ზაქარია წინწკალაძე და გიორგი შაბურიშვილი კი 3 000-3 000-ლარიანი გირაოთი.

„სასამრთლომ მიიღო გადწყვეტილება, დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულებს შეუფარდა გირაო 3000 ლარის ოდენობით. მიმალვის და ზომემოქმედების საფრთხე არსებობდა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ აღნიშნული საფრთხეები აღარ არსებობს და დაუყონებლივ განთავისუფლდნენ ისინი დარბაზიდან“, - აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურორ გიორგი ქობულაძის განმარტებით, არანაირი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა და სასამართლოს არ უნდა მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მისივე თქმით, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, მსჯავრდებული გ.ჯ. დაიკითხა.

„უნდა ყოფილიყო ახალი არსებითი გარემოება, რომ მოსამართლეს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება, დღეს დაიკითხა მოწმის სახით გ.ჯ. რომელიც ისედაც იმყოფება პენიტენციალური დაწესებულებაში, ანუ მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული სასჯელის სახით, შესაბამისად მასზე ზემოქმედების საფრთხის გამო, ბრალდებულებს არ ჰქონდათ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ანუ მასზე ზემოქმედებას მაინც ვერ მოხდენდნენ ისინი. აქედან გამომდინარე, დღეს არანაირი არსებითი გარემოება არ გამოვლენილა და სასამართლოს არ უნდა მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics