|
2018-08-07 15:16:41, 3258 ნახვა
მსოფლიო
კარასინი: 2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს აზარტული მმართველების შემთხვევაში ხდება, წააგო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე თბილისი და სხვა დედაქალაქები უნდა მიხვდნენ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია. როგორც კარასინმა "სპუტნიკ-ოსეტიასთან" ინტერვიუში განაცხადა, დღეს საქართველომ თავისი გადაწყვეტილება უნდა ინანოს. „მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო მმართველების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთში სისხლიანი აგრესიის შემდეგ, მან სრულიად ახალი რეალობა მიიღო, რაც ახალგაზრდა სახელმწიფოების წარმოშობაში გამოიხატება. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობებს ვავითარებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც სახელმწიფოები - შედგნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)