|
2018-08-07 11:27:29, 791 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც 10 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იდგა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, თბილისის მერთან კახა კალაძესთან, პარლამენტის წევრებთან და საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცეპრემიერთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. კობახიძემ აღნიშნა, რომ დაღუპულმა გმირებმა სიამაყის საფუძველი დატოვეს. „დღეს შესრულდა 10 წელი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან. აგვისტოს დღეებმა ჩვენ დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი, ძალიან მძიმე მოგონებები, ადამიანური ტრაგედიები, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა, ასევე დაგვიტოვა სიამაყის განცდა და ეს სიამაყის განცდა პირველ რიგში დაკავშირებულია ჩვენს გმირებთან, რომლებსაც დღეს პატივს მივაგებთ. ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა ათი წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენი ვალია მათ წინაშე, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენისათვის", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)