|
2018-08-07 11:22:39, 998 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: რუსეთი ავრცელებს მითს, რომელსაც იმეორებენ ივანიშვილი და სხვა აგენტები, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი
„ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს, რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი ეწევა პროპაგანდას იმისთვის, რათა თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, ამაში კი მას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმარებიან. „რუსეთი ავრცელებს, რამდენიმე პროპაგანდისტულ მითს, რომელსაც ბრმად იმეორებენ ივანიშვილი და რუსეთის სხვა აგენტები საქართველოში, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი. კერძოდ, რომ საქართველომ დაიწყო ომი. როგორ შეიძლება ჩვენ დაგვეწყო ომი ჩვენს ტერიტორიაზე. წარმატების მოკვლა მაშინაც იყო და ახლაც არის მთავარი ამოცანა და ნაწილობრივ მათ ეს შეასრულეს ივანიშვილთან და იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც ახლა მოასკუპდა საქართველოს ხელისუფლებას. ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველოს საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან. არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით, რომლის თანახმადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ივანიშვილი აყენებს საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს, ადამიანს, რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ თვითონ დავბომბეთ წითელუბანი. მიდის რუსული თამაში და საბოოლოოდ უნდა ჩააბეტონონ 2008 წლის აგრესიის შედეგები. საქართველო აუცილებლად გაძლიერდება და იქნება წარმატებული. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძის და სხვა გმირების წინაშე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)