22:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-05 15:28:32, 2299 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში ნატოს 3 ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის აღმოსავლეთში, ფარვანის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ მისიის ოფიციალური საიტი იტყობინება.

გარდაცვლილი ჯარისკაცების ვინაობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჯერ არ ასახელებენ. როგორც ნატო-ში აცხადებენ, თვითმკვლელი ტერორისტები ალიანსის საპატრულო კოლონას 5 აგვისტოს დაესხნენ თავს. ადგილობრივის მედიის ცნობით, შემთხვევა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია პარვანში მოხდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ რომ, ქართველი სამხედროები ფარვანის პროვინციაში იმყოფებიან, თუმცა აფეთქება მოშორებით, ჩეხი სამხედროების სექტორში მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics