22:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-03 17:58:37, 1925 ნახვა

მსოფლიო
მამის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით სამი გოგონა დააკავეს

მოსკოვის პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული 3 თინეიჯერი გოგონა დააკავა.
მამაკაცის ცხედარი პოლიციამ 27 ივლისს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იპოვა. 
როგორც 17, 18 და 19 წლის დები ხაჩატურიანები ამბობენ, მამა მათ სასტიკად უსწორდებოდა.
გოგონების თქმით, მამა როგორც მონებს ისე ექცეოდა და იარაღით ემუქრებოდა. 
გამოძიების ცნობით, გარდაცვლილს სხეულზე 40 ჭრილობა აღენიშნებოდა.  როგორც პოლიციაში აცხადებენ: 17 წლის მარიამ ხაჩატურიანმა მიხეილს დანა 35 ჯერ დაარტყა. ამავდროულად, მისი დები მამას ჩაქუჩით უსწორდებოდნენ.   
17 წლის მარიას ადვოკატის განცხადებით, მოზარდებს სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ და ამის დასამტკიცებლად გოგონები სამედიცინო შემოწმებას  აუცილებლად გაივლიან.
დები საპატიმროში 28 სექტემბრამდე დარჩებიან, ხოლო ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ხანგრძლივი პატიმრობა ელით. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics