|
2018-08-03 15:42:51, 1140 ნახვა
კომენტარი
შოთაძე: საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები, ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა არავის უნდა
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს მენტალური პრობლემები იმ მიმართულებით, რომ გამოძიებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობა არავის არ უნდა. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. „საზოგადოებას აქვს მენტალური პრობლემა და არავის არ სურს გამოძიებასთან თანამშრომლობა.ინციდენტში ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა და სულ რამდენიმე მოწმე იძლევა საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, საიდანაც მოხდა მძიმე დანაშაულში გარკვეული პირების მხილება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს არ არის პროკურატურის ან შსს - ს პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა და ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ როდესაც ადამიანი შეესწრება დანაშაულს, ის უნდა მივიდეს პოლიციაში და უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. რაც ეხება მირზა სუბელიანს, ის მივიდა განყოფილებაში, მისმა შვილმა მისცა ჩვენება და მათ ბოლომდე ითანამშრომლეს გამოძიებასთან“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)