|
2018-08-02 13:05:09, 1057 ნახვა
კომენტარი
პოლკოვნიკი ბაზერაშვილი: იარაღი, რომლითაც სამხედროებმა ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, იარაღი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურებმა ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. როგორც ბაზერაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. „1-ელ აგვისტოს, საღამოს საათებში სერჟანტთა მომზადების აკადემიაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის სამმა ცივი იარაღით. ხუთივე მათგანი პირველადი დახმარების აღმოჩენის მიზნით დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ამჟამად მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ეს არ არის მომხდარი ხიშტ დანებით. იარაღი, რომლითაც ერთმანეთს დაზიანებები მიაყენეს, მათ აღჭურვილობაში არ შედიოდა. იმ მომენტში სამხედრო პოლიცია არ იმყოფებოდა ადგილზე. გამოძიება საწყის ეტაპზეა და ახლა ვერ მოგახსნებეთ, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება,“ - განაცხადა ირაკლი ბაზერაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)