|
2018-07-31 15:51:48, 843 ნახვა
კომენტარი
ზოიძე: სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანონის აღსრულების ბერკეტი ამოგვაცალა - ყველას ავიწყდება, რომ მარიხუანა ნარკოტიკია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით აკრიტიკებს. როგორც ზოიძემ განმარტა, უმჯობესი იქნებოდა სასამართლოს სხვა სახის ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა. მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით პარლამენტმა საკანონმდებლო ბერკეტები დაკარგა. "მიუხედავად იმისა, ვინ რას ბრძანებს ფორმალურად მარიხუანა რჩება აკრძალული. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისათვის. ამ ბერკეტებით ჩვენ ვარეგულირებთ მარიხუანას მოხმარებას ქვეყანაში. ალბათ სჯობდა სასამართლოს სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ემსჯელა და არა მარიხუანას. ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია ეს რატომღაც ყველას ავიწყდება. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური შეზღუდვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში. პირადად ვიქნები მომხრე, რომ ეს შეზღუდვები გავრცელდეს 21 წლამდე ასაკის ადამიანებზე, როგორც ეს ცივილიზებულ სამყაროშია. მეორე აკრძალვა უნდა შეეხოს პროფესიებს, რომელთა აღსრულება შესაძლოა იყოს დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობასთან ან სიცოცხლესთან. შენახვა და ფლობა დღესაც ჯარიმით ისჯება - უნდა გავამკაცროთ ჯარიმები, რათა დავაბალანსოთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე არსებული სანქციები არაკონსტიტუციურად ცნო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)