|
2018-07-31 11:22:20, 2362 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში, მოსწავლეებს სკოლაში მობილური ტელეფონების გამოყენება აეკრძალათ
საფრანგეთში, დაწყებით და საშუალო სკოლაში მოსწავლეებს მობილური ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება აეკრძალათ, - ამის შესახებ BFMTV იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი კანონი ქვეყნის პარლამენტმა უკვე მიიღო. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ემანულ მაკრონის წინასაარჩნო კამპანიის ერთ-ერთი დაპირება სწორედ ანალოგიური კანონის მიღება იყო. პრეზიდენტი მიიჩნენვს, რომ მოზარდები სმარტფონებიზე დამოკიდებულები არიან. მედიის ცნობით, მობილური ტელეფონების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება კლასში, გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, სკოლების დიდ ნაწილში მანამდეც იყო აკრძალული. კანონის თანახმად, მობილური ტელეფონის გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს იქნება შესაძლებელი, ხოლო სხვა ელექტრონული მოწყობილობის, მაგალითად ე.წ. პლანშეტის მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)