|
2018-07-30 17:28:06, 979 ნახვა
კომენტარი
გაგუა: მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა მთავრობის ვალის მოცულობა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 4 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული. „თუ წლის დასაწყისში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებაში 44,0%-ს შეადგენდა, 6 თვის შედეგებზე დაყრდნობით, მთავრობის ვალის მოცულობა 40,2%-ია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მთავრობის ვალის აღნიშნული მაჩვენებელი დათვლილია მეორე კვარტლის ბოლოსთვის არსებული ვალის ნაშთის ფარდობით მშპ-ს ბოლო ოთხი კვარტლის ჯამზე (2018 წლის მშპ-ს პირველი და მეორე კვარტლების და 2017 წლის მშპ-ს მესამე და მეოთხე კვარტლების ჯამი). „ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტზე დაბლა, 30-იანების ფარგლებში ჩამოვიდეს, რაც ვფიქრობთ,შემდგომი სამი წლის განმალობაში აბსოლუტურად მიღწევადია და ეს არის ფინანსთა სამინსიტროს სტრატეგიული მიზანი," - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)