21:26 - 18 Aug, 2026
|
2018-07-28 15:25:25, 2050 ნახვა
მსოფლიო
ინდოეთში სტუდენტების ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 30 ადამიანი
ინდოეთში ავტობუსი, რომლითაც სტუდენტები გადაადგილდებოდნენ, ხევში გადავარდა, რის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მუმბაი-გოას მაგისტრალზე მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მედიის ცნობით, სტუდენტები პიკნიკზე მიდიოდნენ, რა დროსაც მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)