|
2018-07-28 12:50:54, 923 ნახვა
კომენტარი
აკაკი ზოიძე: კვირიკაშვილს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ის არ იყო ქვეყანაში ყველა ბოროტების სათავე
"გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა შეცდომები, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ამ ქვეყანაში ყველა ბოროტების სათავე", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ პერიოდში პარტიის წევრების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკას. ამასთან, როგორც ზოიძემ აღნიშნა, პოლიტიკა პირადი ანგარიშსწორების ასპარეზი არ უნდა იყოს. მანვე დასძინა, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი და მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. "თავის დროზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეკომენდაციით მოხდა გიორგი კვირიკაშვილის პოსტზე შერჩევა. იყო გარკვეული შენიშვნები ჭარბვალიანობასთან და სიღარებასთან დაკავშირებით, რაღაც საკითხების მოსაგვარებლად შესაძლებელი იყო რეფორმების დაჩქარება - აღნიშნულ თემებზე მეც მქონდა შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც ვიტყვით: მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს; ეს არის შუა საუკუნეების თემა. შეიძლება ვთქვათ - გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. საეთოდ გადამდგარ და წასულ ადამიანზე არ მიმაჩნია ეთიკურად საუბარი. ეს ჩემი აზრია, მაგრამ სხვა პოზიცია ჰქონდა პარტიის თავმჯდრომარეს, ეს მისი თემა იყო, მათ ჰქონდათ კონსულტაციები, რომლებსაც მე არ ვესწრებოდო. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი რაც იყო, ის დარჩა. მას მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ თავის დროზე ამ ქვეყანას ემსახურა. ჰქონდა შეცდომებიც, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)