21:26 - 18 Aug, 2026
|
2018-07-27 11:01:39, 1798 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან - 3 ოლქში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
ამერიკის შტატ კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან, - ამის შესახებ ინფორმაცია შტატის გუბერნატორის ჯერი ბრაუნის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტიქიის გამო, შტატის 3 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. "ცეცხლი უკიდია 17 ათას ჰექტარს. არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება, მათ შორის საფრთხე საცხოვრებელ სახლებს ემუქრება. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა", - ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში. მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიაში 12 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც ხანძრის ეპიცენტრთან ახლოს თვითმხილველებმა დაინახეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)