|
2018-07-26 14:20:21, 1262 ნახვა
კომენტარი
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში არ ხდება სავალუტო ფონდის კვლევების გამოქვეყნება
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა დაუმალეს. როგორც მაჭავარიანმა განმარტა, თუ მხარეები კვლევის შედეგებზე ვერ თანხმდებიან, მათ აქვთ უფლება, კვლევა არ გამოაქვეყნონ. „არსებობს სავალუტო ფონდის 2016 წლის კვლევა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. ეს არის სავალუტო ფონდის და მთავრობის ერთობლივი ნამუშევარი. როდესაც მიდის დისკუსიები, შეიძლება მთავრობა ან სავალუტო ფონდი ამ დასკვნას არ ეთანხმებოდეს, ასეთ შემთხვევაში კვლევა არ გამოქვეყნდება. მაგ კვლევაში ასახული ბევრი ნეგატიური მომენტები სრულად არის გათვალისწინებული დღევანდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ ვმუშაობთ მის აღმოფხვრაზე. სამაგიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის 27 ივნისის კვლევა არის ბოლო წლებში საქართველოში გაკეთებული ყველაზე კარგი დასკვნა და მოგიწოდებთ წაიკითხოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ მოხდა შეთანხმება მხარეებს შორის და ამიტომ არ გამოქვეყნდა ეს კვლევა. მთავარია ამ საკითხების დღევანდელი მთავრობის მიერ გათვალისწინება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)