|
2018-07-25 19:09:38, 910 ნახვა
კომენტარი
კახიძე - შემაშფოთებელია, როდესაც პროკურატურას არ აქვს პასუხი და კონკრეტული ფიგურის გამართლებას ცდილობს
„როდესაც პროკურატურას არ აქვს ცალსახა პასუხი და პირიქით ცდილობს კონკრეტული ფიგურის გამართლებას, ეს ძალიან შემაშფოთებელია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის მდივანმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე კონსტანტინე სირაძე გამოკითხა. კახიძის თქმით, პროკურორებმა აღნიშნეს, რომ პირი, რომელიც ჩხუბში მონაწილეობდა და დავით სარალიძეს აკავებდა, მაშინ როდესაც მას დანას ურტყამდნენ, დანაშაულის თანამონაწილედ არ ითვლება. „როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მსხვერპლს აყენებენ მრავლობით დაზიანებებს და მოქმედებენ მისი მოკვლის განზრახვით და ამ დროს მას უჭირავს მსხვერპლი, ეს ადამიანი ხდება ავტომატურად ამ მკვლელობაში თანამონაწილე. ამ მკვლელობის თანააღმსრულებელი. შესაბამისად, ეს კაზუსი იმდენად მარტივია, რომ ამაზე როდესაც პროკურატურას არ აქვს ცალსახა პასუხი და პირიქით ცდილობს ამ ფიგურის გამართლებას ეს არის ძალიან საშიში კრიმინალის ბრძოლის წინააღმდეგ კუთხით და ამ სიტუაციაში ძალიან შემაშფოთებელი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)