|
2018-07-25 16:57:44, 866 ნახვა
კომენტარი
მალხაზ კაპანაძე: ნებისმიერი პირის მიმართ, თუ შეგროვდება მტკიცებულებათა სტანდარტი, დაიწყება დევნა
ქალაქ თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დეპუტატ ეკა ბესელიას შეკითხვებს უპასუხა. კაპანაძემ ექსპერტიზის დანიშვნისა და პასუხების ურთიერთკავშირი განმარტა და განაცხადა, რომ დღევანდლეი გადმოსახედიდან გამოძიების შეფასება რელევანტური არ არის: „ექსპერტიზა როდესაც დაინიშნა მოგვცა მან კითხვებზე პასუხი და ამით განისაზღვრა ჭრილობის ხანდაზმულობა და ხარისხი, ხოლო ტანსაცმელზე ჩატარებულმა კვლევამ გვითხრა, რომ ეს ჭრილობები იყო განვითარებული ბასრი საგნით. ის გარემოება, რომ ექსპერტიზა დაინიშნა 12 დეკემბერს, ამით არაფერი შეცვლილა. რა კითხვებზეც გვჭირდებოდა პასუხი, პასუხები მივიღეთ. გამოძიება ყოველთვის მზად არის ჩატარდეს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება და ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურ რეჟიმში მოვიპოვოთ ახალი მტკიცებულებები. როდესაც ეცნობი უკვე გამოძიებულ საქმეს, ამ გადმოსახედიდან შეილება ითქვას, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შეიძლებოდა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ გვქონდა მხოლოდ 30 დღიანი შემჭიდროებული ვადა. ამ ვადაში ჩატარდა 600-700 საგამოძიებო მოქმედება. შესაძლოა ამ ვადებმა გარკვეულწილად გამოძიების ხარისხზე იმოქმედა, თუმცა მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რომ დადგენილიყო ჭეშმარიტება. ამჟამად მიმდნარეობს გამოყოფილი საქმის გამოძიება და ნებისმიერი პირი, ვის მიმართაც შეგროვდება მტკიცებულებითი სტანდარტი, იმ პირის მიმართ დაიწყება დევნა“, - განაცხადა კაპანაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)