21:26 - 18 Aug, 2026
|
2018-07-25 11:44:17, 2019 ნახვა
მსოფლიო
სირიაში, ISIS-ის ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა მოკლეს
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი მოკლეს. როგორც პანკისელები აცხადებენ, 38 წლის ბათირაშვილი საბრძოლო შეტაკებებს ემსხვერპლა. ცნობისთვის, თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მოგვიანებით პანკისიდან სირიაში მან მეუღლე და 4 არასრულწლოვანი შვილიც წაიყვანა. ბათირაშილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მისი ძმა, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი დაიღუპა. პანკისში თამაზ და თარხან ბათირაშვილების ძმა და მამა, თენგიზ და თემურ ბათირაშვილები ცხოვრობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)