|
2018-07-25 11:30:51, 1739 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 25 პირი, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
ნიუ-იორკის პროკურატურამ 25 პირს, მათ შორის საქართველოს 5 მოქალაქეს, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე, ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ "რია ნოვვოსტი" ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 25-კაციანი დაჯგუფების წევრები იყვნენ: რუსეთის 7 მოქალაქე, საქართველოს 5, აზერბაიჯანის 4, ყაზახეთის 3, ლატვიის 2, უკრაინის 2 მოქალაქე. მათ შორის ასევე არიან თურქეთის და ამერიკის მოქალაქეები. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებები ნიუ-იორკში, ფლორიდასა და მიჩიგანში განახორციელეს. პოლიციის თქმით, ძებნაში კიდევ 8 პირი იმყოფება, მათ შორის რუსეთის 6 მოქალაქეა. ბრალდებულები მონაწილეობდნენ თაღლითურ სქემებში და ყალბ ინტერნეტ განცხადებებს ათავსებდნენ მანქანების გაყიდვასთან დაკავშირებით. არარსებული ავტომობილების სანაცვლოდ კი, თანხებს იღებდნენ. ამ მიზნით მათ, რამდენნიმე ყალბი ფირმაც კი, შექმნეს. დაჯგუფების ქმედებების გამო მოქალაქეებს 4.5-მილიონიანი ზარალი მიადგა. დაჯგუფება კრიმიმნალურ საქმიანობას 2016 წლიდან ახორციელდება. ბრალდებულებს 30-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)