|
2018-07-24 19:09:49, 786 ნახვა
კომენტარი
მამიკინსი: პრემიერთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის წევრად
რემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გამოვთქვი სურვილი, საქართველო მალე ვიხილო ევროკავშირის პოლიტიკურ შემადგენლობაში, რა თქმა უნდა, ვსაუბრობ სრულფასოვან წევრობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელმა ანდრის მამიკინსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მხარეებმა ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრეს. ანდრის მამიკინსმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთი მიმართულებით შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია, რაც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც სამაგალითოა. ევროპარლამენტის მომხსენებელმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა. ევროპარლამენტის წევრის თქმით, საქართველოს მოქმედი მინისტრთა კაბინეტი მზადაა, პროევროპული ვექტორი გაატაროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში და დაიცვას საკუთარი ხალხი. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზეც ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის წევრს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ", რომელიც ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მითითებული პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ანდრის მამიკინსი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორი იქნება, რომელსაც ევროპარლამენტი ამზადებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)