|
2018-07-24 17:24:52, 934 ნახვა
კომენტარი
ოთარ კახიძე: მ.კ. უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას
„საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თანახმად, მ.კ. უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას“, -ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ოთარ კახიძის შეფასებით, საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირო. „მ.კ. როგორც მოგეხსენებათ, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების თანახმად, უნდა დაექვემდებაროს სისხლის სამართებლივ დევნას, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით. მ.კ. არის ის პირი, ვისი უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ის არის პირი, ვინც ჩხუბის დაწყებიდან, დასრულებამდე იმყოფებოდა დავით სარალიძესთან ერთად ფარდულში და მასთან უშაულო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. როგორც ირკვევა, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება, ასევე მ.კ.-ს საკუთრივ აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე და საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რომელიც მ.კ.- ს მხილებისთვის არის საჭირო და დღემდე ამტკიცებენ, რომ გ.ბ არის სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე და მ.კ.“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ. სპეციალიზებულ ცენტრში, საგამოძიებო კომისიის მიერ მ.კ.– ს გამოკითხვა მიმდინარეობს. კომისიამ უკვე დაკითხა მოზარდების მკველობის საქმის ერთ-ერთი მოწმე ა.ს., რომელმაც შენობა მედიასთან გამოჩენის გარეშე დატოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)