|
2018-07-24 17:02:27, 807 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: ფოთში ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, პოლიციელის მხრიდან განზრახ მკვლელობა ცალსახად გამორიცხულია
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ფოთში გუშინ მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო პირს, ის შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, რის შემდეგაც თავდასხმის მსხვერპლი გახდა. "პირველადი ინფორმაცია რაც არის, რასაც ქვია განზრახ მკვლელობა, ცალსახად გამორიცხულია. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ ერთი რამ ყურადღება მისაქცევია, რომ პოლიციელი ამ დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილს სამართალდამცველმა დანაშაულის ჩადენის პროცესში წაასწრო და ეს დანაშაული არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის ადამიანი ამ ტიპის დანაშაულს ჩადიოდა. როდესაც პოლიციელი შეეცადა დანაშაულის აღკვეთას, ის გახდა თავდასხმის მსხვერპლი. კერძოდ, მან ბლაგვი საგანი ჩაარტყა პოლიციელს, შემდეგ მოხდა გასროლა და დადგა ეს ფატალური შედეგი. პირველადი მონაცემით, როგორც ვიცი, კამერების ჩანაწერი არ იყო, თუმცა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს. კვალიფიკაციას რაც შეეხება, სამართალდამცველი დაკავებულია და იმდენად მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ დღემდე საავადმყოფოში რჩება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს, ანუ როგორც შეგვიძლია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდში დავუდგეთ ამ პოლიციელს მაქსიმუმს გავაკეთებთ. დაკავებიდან ბრალის წარდგენამდე გარკვეული ვადა არსებობს 48-საათიანი ვადა არსებობს, მოხდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესაძლებელია კვალიფიკაციაც შეიცვალოს, ეს პროკურატურის კომპეტენციაა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)