|
2018-07-24 16:53:38, 1652 ნახვა
მსოფლიო
ზალკალიანი: მოვუწოდებ საბერძნეთში ჩვენს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და კავშირში იყონ საქართველოს საელჩოსთან
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საბერძნეთში ხანძრის შედეგად დაშავებული და დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მინისტრი საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საელჩოსთან მუდმივ კონტაქტზე იყვნენ. "შემძრა ინფორმციამ საბერძნეთში, ათენის გარეუბანში გაჩენილი ხანძრის თაობაზე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით ემსხვერპლა ათეულობით ადამიანი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით პროცესების მიმდინარეობას, საქართველოს საელჩო საბერძნეთში გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და დახმარებას უწევს საბერძნეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელსუფლების რეკომენდაციები და ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში კავშირში იყვნენ საქართველოს საელჩოსთან. თანადგომას ვუცხადებ მეგობარ საბერძნეთს სტიქიასა და მის შედეგებთან ბრძოლაში. თანაგრძნობას ვუცხადებ საბერძნეთის მთავრობას და მოსახლეობას დაღუპულთა და დაშავებულთა გამო", - განაცხადა ზალკალიანმა. ცნობისთვის, ხანძარი საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებს. დღეს საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს მიმართა. ესპანეთის მთავრობა, გადაწყვიტა, რომ საბერძნეთის დასახმარებლად 2 თვითმფრინავი გამოყოს. გარდა ამისა, საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებდნენ. მათგან ერთი იპოვეს და ის თავს კარგად გრძნობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)