|
2018-07-24 16:08:10, 1242 ნახვა
მსოფლიო
საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან ერთი იპოვეს
საბერძნეთში დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქიდან, ერთი იპოვეს. როგორც საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიმართვაშია აღნიშნული, იგი თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მეორე მოქალაქეს, მის მოსაძებნად ინტენსიური სამუშაოები გრძელდება. „საქართველოს ორი მოქალაქის თაობაზე, რომლებთანაც ოჯახები დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, გაცნობებთ, რომ საელჩომ შეძლო ერთ-ერთი მათგანის მოძიება. ამჟამად, ჩვენი თანამემამულე უსაფრთხოდ და ოჯახთან ერთად იმყოფება. საელჩო, საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, აგრძელებს ჩვენი მეორე მოქალაქის ინტენსიურად ძებნას. 14:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს საელჩოში ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა იდენტიფიცირებაზე. დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციის მოპოვებისთანავე მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, - ნათქვამია საელჩოს მიმართვაში. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საბერძნეთში ხანძარს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტიკი, დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)