16:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-24 12:24:10, 826 ნახვა

კომენტარი
კობახიძე არ გამორიცხავს, „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იყოს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იყოს.

როგორც კობახიძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გუნდში კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

"დღეს მედიასთან ჩვენი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იქნება. მისგან მოვისმენთ მის ხედვას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება კანდიდატს, გვჭირდება კონსულტაციები გუნდის შიგნით, რის შემდეგაც ვიტყვით თუ როგორ წარდგება ამ არჩევნებში "ქართული ოცნება". კონკრეტული განცხადება მსჯელობის საფუძველზე გაკეთდება",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე - რა კრიტერიუმით მოხდება კანდიდატის შერჩევა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სისტემის და სახელმწიფოს მიმართ ლოიალური.

"კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური და ზეპარტიული. შესაბამისად პარტიის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება არ უნდა იყოს კრიტერიუმი. გასული 5 წლია განმავლობაში ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პარტიების მიმართ ლოიალური პრეზიდენტი და ასეთი პრეზიდენტის განმეორება ჩვენ არ გვინდა. შესაბამისად "ქართული ოცნების" ლოიალობა არ იქნება კრიტერიუმი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს ასაკი და გენდერი. ვხედავთ, რომ ძალიან მასკულინურია ჩვენი საპრეზიდენტო კამპანია, ხდება მხოლოდ კაცი კანდიდატების წარდგენა. ამ კუთხითაც შეიძლება დავფიქრდეთ. შეიძლება არ იყოს ურიგო ქალი კანდიდატის წარდგენა, იმისათვის რომ კარგი მიმართულებით წარიმართოს ქვეყანაში განვითარების პროცესი. ყველა კრიტერიუმი იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics