|
2018-07-23 19:50:44, 1829 ნახვა
მსოფლიო
„პუტინთან დათმობაზე არ წავსულვარ“ - ტრამპი მედიას კორუმპირებულობაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჰელსინკში რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას არანაირ დათმობაზე არ წასულა. შესაბამის განცხადებას თეთრი საახლის ლიდერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „როდესაც გესმით ნეგატიური, ყალბი მბები ამ შეხვედრის შესახებ, იმაზე, თუ რა დავთმე, გახსოვდეთ, რომ არაფერი დამითმია. მე და რუსეთის პრეზიდენტი ვსაუბრობდით თემებზე, რამაც სარგებელი უნდა მოუტანოს ორივე ქვეყანას. ჩვენ კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, რაც მშვენიერია ყველასთვის, გარდა კორუმპირებული მედიისა“, - წერს ტრამპი. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ჰელსინკში 16 ივლისს შეხვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)