|
2018-07-23 19:12:20, 1082 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე: ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო ფეხებზე ჰკიდიათ
„ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო, თბილისურად გეტყვით, „კიდიათ ფეხებზე“, -ამის შესახებ ოპოზოციური პარტიების გაერთიანებულმა „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მას კონკურენციას ვერ გაუწევს. „მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ და უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილი იფიქრებენ თავიანთ უსაფრთხოებაზე. მათ სახელმწიფო, თბილისურად გეტყვით, „ჰკიდიათ ფეხებზე“ აბსოლუტურად, რასაც 6 წლის განმავლობაში წარმატებით ადასტურებენ. თუ მათ ფიზიკურ და ფინანსურ უსაფრთხოებას წაადგება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა, აუცილებლად მიიღებენ. რაც შეეხება ჩემს რეიტინგს, ყველაფერი იმოქმედებს კარგად, თუ საქართველოს მოქალაქეებს ავუხსნით კარგად, რა არის ჩვენი მიზანი და ჩვენი შვილებისთვის და ჩვენთვისაც ასე ცხოვრება აღარ შეიძლება“, -აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)