|
2018-07-23 14:34:06, 1346 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ გამოუძიებელი საქმეების შეგროვება დაიწყეს
ხორავას ქუჩაზე მოლკული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ და „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ, გამოუძიებელი საქმეების შეგროვება დაიწყეს. ცენტრში განცხადებების მიღება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ზვიად კუპრავას განცხადებით, ამ ერთი კვირის განმავლობაში იმ ადამიანების რეგისტრაცია განხორცილდება, ვინც სისტემის მსხვერპლია. „ერთი კვირის განმავლობაში გვექნება რეგისტრაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაჩაგრა სახელმწიფომ, ვინც მსხვერპლია სისტემის. ჩვენ ამ ადამიანების მონაცემებს დეტალურად, მათ შორის, საქმის ტომებს და ა.შ. ერთი კვირის შემდეგ გადავცემთ საქართველოს ხელისუფლებას, ახალ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ახალ დანიშნულ მთავარ პროკურორს. ამ ადამიანებთან ერთად შევეცდებით, რომ შევხვდეთ მათ და ინდივიდუალურად გავაცნოთ ყველა საქმე შეძლებისდაგვარად. ამის შემდეგ ჩვენ მივცემთ მათ კონკრეტულ გონივრულ ვადას იმისთვის, რომ ამ ადამიანების მიმართ იქნეს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული“, - განაცხადა კუპრავამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)