02:02 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-22 15:13:33, 1155 ნახვა

კომენტარი
ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული თორნიკე კაჭარავას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ადვოკატმა კაჭარავა თბილისის მთავარ სამმართველოში მოინახულა.

როგორც შოთა მანელიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დილით ადრე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისივე თხოვნით, ბრალთან დაკავშირებით დეტალებს ბრალდებულთან მოგვიანებით გაივლის.

თბილისში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში არაერთგზის ნასამართლები, 1989 წელს დაბადებული თორნიკე კაჭარავა დააკავეს. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კაჭარავა პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურისა და ასევე, მისი ქალიშვილის ანა მარგველაშვილის მეგობარია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics