|
2018-07-21 19:06:57, 839 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, სპეკულაციების წამოწყება ადვილია
„როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, ასეთი სპეკულაციების წამოწყება ადვილია“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი. „მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რაიმე კითხვა არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს უნდა გაეცეს, ბუნებრივია, პასუხი. დაველოდოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი. ეს არის მათი საქმე, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე დავაკვირდეთ ამ პროცესს და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. მე დეტალებიც კი არ ვიცი და ვერც მეცოდინება, ბუნებრივია, ამ საქმის დეტალები, როდის დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, განხილვა სამართალდამცავ ორგანოებში, ესეც კი არ ვიცი. ამიტომ, აქ კომენტარის გაკეთება, ბუნებრივია, მე გამიჭირდება. არის კონკრეტული პროცესი. დაისმება კითხვები და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)