|
2018-07-21 15:48:08, 880 ნახვა
კომენტარი
უდუმაშვილი: ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატის დასახელებას ელოდება
„ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ელოდება ყველა კანდიდატის დასახელებას, რათა შემდგომ უკვე ფოკუსირება გააკეთოს საკუთარ კანდიდატზე, თუ ვის დააყენებს“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. უდუმაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს ექნება. „თუმცა ახლა იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ როდის რომელი კანდიდატები იბრძოლებენ დღეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ იმ კანდიდატს, რომლის უკანაც იდგებიან ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიები და სწორედ ასეთი გახლავთ გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძე არ იქნება რომელიმე კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტი ან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტი, ის იქნება ნამდვილად სახალხო პრეზიდენტი და სწორედ ამ გაერთიანების მეშვეობით ჩვენ შევძლებთ, რომ დავამარცხოთ ამ არჩევნებში ქართული ოცნება“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)