|
2018-07-21 15:15:06, 875 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - პრეზიდენტის განცხადება გაუგებარი და ნარცისისტულია
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ, არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გაუგებარი და ნარცისისტული უწოდა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრეზიდენტმა ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და საკუთარი გეგმების შესახებ განაცხადოს. „ეს არის უპატივცემულობა ამომრჩევლებისა და მთლიანად საზოგადოების მიმართ, ნუ ამოეფარება რაღაც ინტრიგებზე მსჯელობას პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, ამ გაუგებარ და ნარცისისტულ მსჯელობაზე კომენტარი არ მსურს. მთავარი საკითხი არის პატივისცემა საკუთარი ამომრჩევლების მიმართ, ამიტომ ელის ყველა მისგან სიცხადეს მის გეგმებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ის არის მოქმედი პრეზიდენტი. რას აპირებს და როგორ აპირებს ეს უნდა უთხრას საზოგადოებას დროზე და არა ბოლო წამს, რაღაც გაუგებარი ინტრიგების გამო“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. ცნობისთვის, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ქართულ ოცნებას“ ეხმარება, რომ თავის რიგებში პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი იპოვნონ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)