|
2018-07-20 11:38:07, 2256 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი: თუ რუსეთთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, პუტინის ყველაზე დიდი მტერი მე ვიქნები
„ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მტერი ვიქნები, თუ აშშ-ის ურთიერთობები რუსეთთან არ გაუმჯობესდება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისი დამოკიდებულება რუსეთისადმი ყველაზე მკაცრია, რაც კი ოდესმე ყოფილა. „ბევრად მკაცრი ვარ რუსეთის მიმართ, ვიდრე ნებისმიერი პრეზიდენტი მრავალი წლის განმავლობაში. გერმანიასთან დიდი ჩხუბი მქონდა იმის გამო, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირს იღებს და მილიარდობით დოლარს უხდიან. ჩვენ უნდა დაგიცვათ რუსეთისგან, თქვენ მათ მილიარდობით დოლარს უხდით. როგორ ფიქრობთ, ჩემი მიდგომა პოზიტიურია რუსეთისთვის? შეხედეთ სანქციებს, რომლებიც დავუწესე დიპლომატებს და რომლებიც ქვეყნიდან გავაძევე, ყველაფერს, რაც უკვე გავაკეთე, ბარაკ ობამას არ გაუკეთებია, ის რუსეთისთვის მხდალი იყო. პრეზიდენტ პუტინთან და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება პოზიტიურია და არა ნეგატიური. თუ ეს არ იმუშავებს, მე მისთვის ყველაზე დიდი მტერი მე ვიქნები, ვინც კი აქამდე ჰყოლია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)