|
2018-07-19 15:11:35, 706 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: „OGP"-ის თბილისის რეზოლუცია პარტნიორებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაამახსოვრდებათ
„OGP"-ის თბილისის რეზოლუცია პარტნიორ ქვეყნებს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხით დაამახსოვრდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტზე ჩვენ მივიღეთ თბილისის რეზოლუცია, რომელშიც პირველად იქნა შეტანილი 2 საკითხი „ღია მმართველობის პარტნიორობის" მთელი მმართველობის განმავლობაში. ამას, ალბათ, დაერქმევა თბილისის ნორმები და ამით იხელმძღვანელებენ პარტნიორობის მომავალი თავმჯდომარეები. პირველი − ეს არის, რომ ღია მმართველობაში მოვიაზროთ არა მხოლოდ მთავრობები, არამედ პარლამენტები, სასამართლო და მუნიციპალიტეტები. საქართველო არის წარმატებული მაგალითი იმისა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი; მთავრობა; პარლამენტი; მართლმსაჯულება; ოზურგეთის, ზუგდიდის და სხვა მუნიციპალიტეტები არიან ჩართულნი პარტნიორობაში. ჩვენ მაგალითს ვაჩვენებთ სხვა ქვეყნებს და ეს გამოჩნდა თბილისის რეზოლუციით. თბილისის რეზოლუციაში, ასევე, პირველად იქნა შეტანილი ქალთა და გოგონათა უფლებების შესახებ ჩანაწერი. მე მჯერა, რომ კანადა, რომელსაც ჩვენ გადავაბარებთ პარტნიორობის თავმჯდომარეობას, დიდ ყურადღებას დაუთმობს, რადგან ქალთა და გოგონათა უფლებები კანადისთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ორი საკითხით თბილისის რეზოლუცია „OGP"-ის წევრ ქვეყნებს ნამდვილად დაამახსოვრდებათ და ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია".
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)