|
2018-07-19 12:04:20, 727 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე პარტიიდან ჭიჭინაძის გარიცხვაზე: არასწორი, არაკოლეგიალური და არაკაცურია ეს ყველაფერი
„ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება ვიღაცას ეს აზრი არ მოსწონდეს მაგრამ, როგორ შეიძლება გარიცხო?!“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას. ფოფხაძე პარტიის სამდივნოს ქმედებას არაკოლეგიალურს უწოდებს. „მაინტერესებს ეს რას ნიშნავს, გუნდს აუხსნან ელემენტარულად. ადამიანი განსხვავებული აზრის გამო, შეიძლება ვიღაცას ეს აზრი არ მოსწონდეს, მაგრამ როგორ შეიძლება გარიცხო? რა ეწერა დასაბუთებაში? დისციპლინა დაარღვია რა მორალი დაარღვია. ჩვენი ინტერესი პოლიტიკაში ყოფნის არასოდეს არ ყოფილა პარტიების სამსახური ქვეყნის და ხალხის სამსახური იყო ყოველთვის ჩვენი მიზანი. არასწორია, არაკოლეგიალურია, არაკაცურია, არაფერში არ წერია ეს ყველაფერი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)