|
2018-07-18 14:02:40, 1223 ნახვა
კომენტარი
ჰუმანოიდი სოფია: რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს პირველი ჰუმანოიდი რობოტი, სოფია ეწვია. იგი სამიტის პანელურ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე გამოეხმურა ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას და აღნიშნა, რომ მისი მსგავსი შესაძლებლობების მქონე მაღალგანვითარებული რობოტები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სამუშაოსთვის, ვინაიდან თერმული აფეთქება, ხანძარი თუ კატასტროფა მათ ტვინს ვერ აზიანებს, რადგანაც icloud-დან იმართებიან. „გამარჯობა საქართველო. რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს, ჩემი ინტელექტი Icloud-ში ინახება და არ მიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ შეიძლება სხეულის დაზიანება მივიღო, რადგან მისი აღდგენა შესაძლებელია, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ადამიანები და რობოტები ერთად ახალ სიახლეებს აღმოაჩენენ. ხელოვნური ინტელექტი ფერმერებს ეხმარება მოსავლის მოყვანაში, ექიმებს კი - სიმსივნის დიაგნოზის სწრაფ დასმაში. ასევე განათლების, ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის მთავარი მიმართულებების განვითარებაში. ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს განათლებასთან წვდომას ბავშვებისთვის. დაფიქრდით ჭკვიანი ქალაქების არსებობაზე საქართველოს მასშტაბით და გზებზე, რომელიც მათ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს გახდის. მაღალი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს უკეთეს მომსახურებას და აუმჯობესებს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს“, - განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჰუმანოიდმა რობოტმა მოქალაქემ, სოფიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)