|
2018-07-17 19:01:39, 835 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი ყოფილი მინისტრების გამოკითხვაზე: ეს პროცესი „კაბელებისა“ და „ტრაქტორების“ საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოფილი მინისტრების ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვის ფაქტს გამოეხმაურა. მარგველაშვილის შეფასებით, ეს პროცესი ე.წ. კაბელებისა და ე.წ. ტრაქტორების საქმეებს არ უნდა დაემსგავსოს. „მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი ამ პროცესში არის, რომ პროცესები მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება, გამჭვირვალედ, საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. მე არაერთხელ აღმინიშნავს, ბატონი კვირიკაშვილის გადადგომის პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება, საქართველოში პრემიერმინისტრები უცებ ქრებოდნენ უარგუმენტოდ პოლიტიკური პროცესიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებაში, როდესაც ბატონმა პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან. ეს კითხვა მაქვს მე. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, რომ იყოს უაღრესად გამჭვირვალე. არ უნდა დაემსგავსოს ეს პროცესი იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს, ეს არ უნდა იყოს ტრაქტორების საქმე, არ უნდა იყოს კაბელების საქმე. საზოგადოებას მაღლი ინტერსიდან გამომდინარე, მაქსიმალური ინფორმცია უნდა მიეცეს ამ მიმართულებით,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)