|
2018-07-16 15:48:02, 707 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელების პროცესში ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს
2018 წლის 16 ივლისს, ფინანსთა მინისტრის რანგში ივანე მაჭავარიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მინისტრის მოადგილეებთან სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პროცესები განიხილა და გაეცნო მიმდინარე რეფორმების დეტალებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას და ფინანსთა სამინისტროს გამორჩეულ როლს ამ მიმართულებით. „სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებამ, საბოლოო შედეგად უნდა მოგვცეს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, აღნიშნული პროგრამის შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში, ფინანსთა სამინისტროს ექნება წამყვანი როლი. მცირე და ეფექტიანი მთავრობა, საჯარო სერვისებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინკლუზიური ეკონომიკა, სამართლიანი ბიზნეს გარემო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა - ეს ის ძირითადი, მიმართულებებია, სადაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენი ეფექტიანი მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რეფორმების დანერგვის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს პროფესიონალთა გუნდი, ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანის დანიშვნის ბრძანებას ხელი მიმდინარე წლის 12 ივლისს მოაწერა, საპარლამენტო უმრავლესობამ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის შემადგენლობის ნდობა 14 ივლისს გამოუცხდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)