|
2018-07-16 13:05:21, 874 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: ქვეყანაში ორი მილიარდერი ცხოვრობდა და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი
ჩემ განათლებაზე კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში მხოლოდ უკანასკნელი ორი დღეა, რაც უმუშევარი ვარ, არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ მე დასაქმებული არ ვყოფილიყავი როგორც იურისტი, - ასე უპასუხა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ენძელა მაჭავარიანს, რომელიც მისი განათლებით დაინტერესდა. „ჩვენ გვაქვს ერთადერთი პროფესია გენერალური პროკურორის, რომელიც განსაკუთრებულ განათლებას მოითხოვს. მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანს უწერია, რომ უნდა იყოს სისხლის სამართლის იურისტი. ნებისმიერ თანამდებობაზე, უსიტყვოდ დაგიჭერდით მხარს, თქვენ ამ ნდობას როგორც ადამიანი ნამდვილად იმსახურებთ. მაგრამ მინდა, უფრო მეტი მითხრათ თქვენი პროფესიის შესახებ. მითქმა მოთქმის საგანი რომ არ იყოს”, – მიმართა მაჭავარიანმა თადუმაძეს. საპასუხოდ თადუმაძემ განაცხადა, რომ ამ სფეროში მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს და მასზე, როგორც ადვოკატზე, ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო. „მიჭირს ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივეს ამ დიპლომით ვემსახურებოდი. ასევე ამ ქვეყანაში რამდენიმე ათეულ გენერალს ვემსახურებოდი, როგორც ადვოკატი. ამ დიპლომით შევძელი, რომ ექვსი წელი მემუშავა საკანონმდებლო ინიციატივებზე მთავრობის ნაწილში და ექვსი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ გუნდს, რომელიც პარლამენტში მოხვდა, ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო იმ კანონების განხილვაში, რომელსაც ან პირადად მე ვწერდი, ან პირადად ვიღებდი ამაში მონაწილეობას. ჩემ განათლებასთან დაკავშირებით კითხვები საიდან გაჩნდა არ მესმის, რადგან 17 წლის განმავლობაში მხოლოდ უკანასკნელი ორი დღეა, რაც უმუშევარი ვარ. არც ერთი დღე არ არსებობდა, რომ დასაქმებული არ ვყოფილიყავი როგორც იურისტი”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)