|
2018-07-16 12:58:44, 605 ნახვა
რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები მოგზაურებს აჭარაში სტუმრობას ურჩევენ
აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებენ მოგზაურებს ლიეტუვას რეიტინგული მედიასაშუალებები. “თბილი ზღვა, უნიკალური არქიტექტურა და ისტორიული მონუმენტები, ულამაზესი ბოტანიკური ბაღი და შეუდარებელი აჭარული სამზარეულო“ - ასე იწყებს სტატიას ონლაინ გამოცემა “Alkas.lt”, რომელიც მკითხველს სტატიასთან ერთად აჭარაში მოგზურობისას გადაღებულ სიუჟეტსა და ულამაზეს ფოტოებს უზიარებს. ონლაინ გამოცემის მსგავსად აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ვრცელ სიუჟეტებს უთმობენ ლიეტუვას რეიტინგული ტელეკომპანიები „Rytas TV” და „LNK TV“. სიუჟეტებში საუბარია აჭარის ზღვისპირა კურორტ ბათუმზე, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელ ტურისტებში თავისი ტურისტული ღირსშესანიშნაოებებით, ბუნებით, სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით. ‘ბათუმი ლიეტუველ ტურისტებს ელოდება“- ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას კიდევ ერთი ონლაინ გამოცემა „Lietuvos zinios”. „თუ თქვენ ზაფხულში ხეტიალს გადაწყვეტთ არ ინანებთ არჩევანს თუ შეაჩერებთ ბათუმზე - შავი ზღვის მარგალიტზე საქართველოში. ხანში შესულები მას თავიდან აღმოაჩენთ შეცვლილსა და გალამაზებულს, ახალგაზრდებისთვის კი ეს ქალაქი საინტერესო და მრავალფეროვანია“ საუბარია სტატიაში. ლიეტუველი ჟურნალისტები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ივნისში სტუმრობდნენ. აჭარის შესახებ სიუჟეტებისა და სტატიების გამოქვეყნების გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ლიეტუვაში გარე და ონლაინ რეკლამით, ასევე ლიეტუვას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარის წარმოჩენით ხორციელდება.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)